понедельник, 6 декабря 2010 г.


კონსტანტინე (ლათინური) "მტკიცესი", "ურყევისა", "მედგარისა" (იგლისხმება: შვილი). მისი შემოკლებული ფორმებია: კოტე, კოსტა, კოწია, კოწო. ამათგანაა გვარები: კოტეტიშვილი, კოსტავა.

пятница, 15 октября 2010 г.

სალომე უჯარმელი


წმიდა სალომე უჯარმელი (წყაროებში ასევე "სალომე უჟარმელი")- საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე (პეროჟავრი სივნიელთან ერთად) – ძველი სტილით 15 იანვარი, ახალი სტილით - 28 იანვარი. ქართველთა განმანათლებლის,წმინდა ნინოს (ხს. 27 იანვარს და 1 ივნისს) ერთ-ერთი უახლოესი თანაშემწე.
სალომე უჯარმელი მირიან მეფის (ხს. ძვ. სტილით 1 ოქტომბერს, ახ. სტილით 14 ოქტომბერს) ვაჟის, რევის ცოლი და სომხეთისმეფე თრდატის ასული იყო.
ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაშიპატიოსანი ჯვარი აღმართა.
წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრი სივნიელმა ჩაწერეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა მოციქულთასწორი ნინოსცხოვრება.

წმინდა მენელსაცხებლე დედა სალომე
ხსენება აღდგომიდან მესამე კვირას
წმინდა სალომე მენელსაცხებლე დედათა შორის მოიხსენიება. იგი წარმოშობით გალილეადან იყო. სალომე არის მეუღლე ზებედესი, დედა იოანე და იაკობ მოციქულებისა. სხვა დედაკაცებთან ერთად სალომეც დაჰყვებოდა და ემსახურებოდა უფალსა და მის მოწაფეებს. დედური სიყვარულით აღძრულმა, ქრისტეს სთხოვა, რომ მისი ძენი განედიდებინა და ერთი თავის მარჯვნივ დაესვა ცათა სასუფეველში, მეორე – მარცხნივ. ცნობილია ასევე, რომ სალომე ესწრებოდა ქრისტეს ჯვარცმასა და საფლავად დადებას, მესამე დღეს კი ახლდა სხვა მენელსაცხებლე დედებს, რათა ნელსაცხებელი ეცხო თავისი უფლის სხეულისთვის.
ქრისტიანთა დევნამ დიდი ტკივილი მოუტანა მას. იროდის ბრძანებით სალომეს უფროს ვაჟს – იაკობ მოციქულს თავი მოჰკვეთეს. თვითონ წმინდა სალომე მშვიდობით მიიცვალა უფლისა მიმართ.